Accessibility links

logo-print

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი


ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭოს მოუწოდა,

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭოს მოუწოდა,
გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება სამი ათასამდე ლიბერალურად განწყობილ კანდიდატს. ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ, განაცხადა, რომ გუშაგთა საბჭო არღვევს მოქალაქეთა უფლებას თავისუფალ არჩევანზე. რეფორმისტი დეპუტატები უკვე მეოთხე დღეა, პარლამენტის შენობაში მჯდომარე გაფიცვას მართავენ. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ გაფიცვა მანამდე გაგრძელდება, სანამ გუშაგთა საბჭო თავის გადაწყვეტილებას არ გააუქმებს.
XS
SM
MD
LG