Accessibility links

logo-print

აფხაზეთის დეპუტაცია პარლამენტში - განახლება თუ მუდმივი სტატუს კვო?


დავით პაიჭაძე, თბილისი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის გადადგომამ წამოჭრა ახალი საკითხი: შეუწყდეთ დეპუტატის უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც 1992 წლის 11 ოქტომბერს ჩატარებულ

არჩევნებში აირჩიეს დეპუტატებად აფხაზეთიდან და, მათ ნაცვლად, პარლამენტის წევრები აირჩიონ ხელახლა. შეგახსენებთ, ეს იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარდა. ამ საფუძველზე, აფხაზეთში მაშინ არჩეულ დეპუტატებს დღემდე შენარჩუნებული აქვთ სტატუსი, რომელიც პარლამენტიდან პარლამენტში გადაჰყვებათ. მე შევეცადე გამერკვია, რამდენად შესაძლებელი და მიზანშეწონილია აფხაზეთის დეპუტაციის წევრებისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი არჩევნების ჩატარება.

საქართველოს პარლამენტში აქამდე არასოდეს წამოჭრილა აფხაზეთის დეპუტაციის საკითხი: 1995 წლიდან მოყოლებული, პარლამენტი ყოველთვის თანახმა იყო, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ახალი არჩევნების გარეშე დარჩენილიყვნენ 1992 წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატები. მათი უფლებამოსილება საეჭვო გახდა მხოლოდ ახლა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ორიოდე თვით ადრე. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აფხაზეთის საზოგადოებრიობის წევრებმა, რომლებიც თამაზ ნადარეიშვილის გადადგომის მოთხოვნით გამოდიოდნენ, მოითხოვეს აფხაზეთის დეპუტაციის გამოწვევაც პარლამენტიდან. ფრაქცია "აფხაზეთის" წევრი - ერთი მათგანი, ვინც 1992 წელს აფხაზეთიდან მოხვდა პარლამენტში - ადა მარშანია იზიარებს ამ მოთხოვნის სამართლიანობას, თუმცა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ახალი არჩევნების გამართვას აფხაზეთის ახალი დეპუტაციის გამოსავლენად:

[მარშანიას ხმა] "არავითარ შემთხვევაში ახალი არჩევნების ჩატარება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიძლება. უფრო ნაკლები ბოროტება იქნება, თუ ჩვენ ჩვენი უფლებამოსილებები არ გაგვიგრძელდება და ჩვენს ადგილებზე არავინ არ იქნება არჩეული. ნებისმიერი არჩევნები აფხაზეთში დღეს არის უკანონო - ამას მთელი მსოფლიოც აღიარებს. და ნებისმიერი არჩევნები, ჩატარებული დანარჩენ საქართველოში აფხაზეთისა და ახალი დეპუტაციის არჩევის თაობაზე - არის აგრეთვე უკანონო."

ადა მარშანია მიიჩნევს, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება პარლამენტმა მსჯელობისა და დებატების შემდეგ უნდა მიიღოს. აფხაზეთის დეპუტაციის ადგილები პარლამენტში ცარიელი უნდა დარჩეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი თინა ხიდაშელი უფრო მკვეთრად გამოხატავს მსგავს პოზიციას:

[ხიდაშელის ხმა] "პარლამენტში იმ 12 დეპუტატის უფლებამოსილება რომ უნდა შეჩერდეს, ამას დებატებიც არ სჭირდება. კონსტიტუცია ამბობს, რომ დეპუტატებს ირჩევენ 4 წლის ვადით. ნებისმიერი სხვა ვადა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ჩვენ, ამდენი ხანია, ვარღვევთ კანონს, კონსტიტუციას. ამიტომ ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უკეთესია."

რაც შეეხება ახალ არჩევნებს, თინა ხიდაშელი მას სამართლებრივად შეუძლებელს და პოლიტიკურად მიზანშეუწონელს უწოდებს. ნებისმიერი არჩევნების ჩატარება დევნილი მოსახლეობის დეპუტატების გამოსავლენად, ამბობს თინა ხიდაშელი, ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი ნებით ამბობს უარს აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობაზე.

როგორ ეკიდებიან თავად ფრაქცია აფხაზეთის წევრები მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტას? ადა მარშანია ამბობს, რომ მისი კოლეგები ამ საკითხში თანამოაზრეები არიან:

[მარშანიას ხმა] "ჩვენ 12 დავრჩით და ამ 12 დეპუტატიდან ყველა ერთ აზრზე ვართ, გარდა ბატონი კაკუბავასი.
XS
SM
MD
LG