Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი იმედოვნებს, რომ ეუთოს


ევროპის კავშირი იმედოვნებს, რომ ეუთოს ფარგლებში მიღწეული შეთანხმება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის შესახებ შესრულდება,

ევროპის კავშირი იმედოვნებს, რომ ეუთოს ფარგლებში მიღწეული შეთანხმება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის შესახებ შესრულდება,
- განაცხადა დღეს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უშიშროების საკითხებში ხავიერ სოლანამ. [ხავიერ სოლანას ხმა] "ევროპის კავშირის აზრით, 1999 წელს, სტამბოლში ხელმოწერილი შეთანხმებები უნდა შესრულდეს. ეს შეთანხმებები ეუთომ შეიმუშავა - ორგანიზაციამ, რომელშიც შედიან ევროპის ქვეყნებიც, შეერთებული შტატებიც და რუსეთიც. ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებები ძალაში დარჩება და შესრულდება." სოლანას თქმით, ევროპის კავშირი არ განიხილავს საკითხს საქართველოდან ბაზების გატანის პროცესში რუსეთისთვის ფინანსური დახმარების შესახებ. თუმცა ხავიერ სოლანამ იქვე დასძინა, რომ ამ საკითხების მოგვარებაში ევროკავშირი მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს საქართველოს. დასმულ კითხვაზე, შეუძლია თუ არა ევროკავშირს, მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციებში, სოლანამ განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად საჭირო იქნება გაეროს მანდატი.
XS
SM
MD
LG