Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის


პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ დღეს სახელმწიფო ბიუჯეტში 742 ათასი ლარი გადარიცხა.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ დღეს სახელმწიფო ბიუჯეტში 742 ათასი ლარი გადარიცხა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ეტაპზე მერაბ ჟორდანიას მიმართ პრეტენზიები აღარ აქვს. "იყო შეთანხმება, რომ თუ ჟორდანია ამ თანხას გადაიხდიდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნაო", - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი რაოდენობის თანხა დაუბრუნდა ბიუჯეტს და ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ხალხს მისი კუთვნილი ფული დაუბრუნდეს. მერაბ ჟორდანია პოლიციამ 12 დეკემბერს დააკავა.
XS
SM
MD
LG