Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 4


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 4 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა მიხეილ სააკაშვილს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 4 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა მიხეილ სააკაშვილს.
კრემლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა კეთილმეზობლობის საფუძველზე, კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესების გათვალისწინებით განვითარდება. რუსეთის ლიდერმა საქართველოს ახალი პრეზიდენტი მოსკოვში მიიწვია. დღეს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა ხმების 96,27 პროცენტი დააგროვა. პრეზიდენტის თანამდებობაზე სააკაშვილის ინაუგურაცია 25 იანვარს გაიმართება.
XS
SM
MD
LG