Accessibility links

logo-print

ერაყში მოკლულ იქნა ამ ქვეყნის


ერაყში მოკლულ იქნა ამ ქვეყნის დამხობილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის 7 შეიარაღებული მხარდამჭერი.

ერაყში მოკლულ იქნა ამ ქვეყნის დამხობილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის 7 შეიარაღებული მხარდამჭერი.
დღესვე, სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაში გაიმართა ადგილობრივ შიიტთა მრავალათასიანი დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებმა მხარდაჭერა აღუთქვეს თავიანთ სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ას-სისტანის. ას-სისტანი მხარს არ უჭერს შეერთებული შტატების გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ერაყის მმართველობის გადაცემა თავად ერაყელთათვის. აიათოლა ას-სისტანი მოითხოვს, რაც შეიძლება მალე ჩატარდეს პირდაპირი არჩევნები და ქვეყნის ხელისუფლებაც ამ გზით ჩამოყალიბდეს. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით ერაყის მმართველი საბჭოს წევრმა ადნან პაჩაჩიმ: [ადნან პაჩაჩის ხმა]: "ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ გარდამავალი მთავრობის არჩევნები 30 ივნისს მოეწყოს. ჩვენი აზრით, არჩევნების ვადის და მმართველობის გადაცემის ნებისმიერი გადატანა ერაყელი ხალხის მკვეთრი უკმაყოფილებას გამოიწვევს; და არა მგონია, ვინმეს უნდოდეს, ამისთვის პასუხისმგებლობა იტვირთოს."
XS
SM
MD
LG