Accessibility links

logo-print

ირანის პარლამენტის რეფორმისტი დეპუტატები მეხუთე


ირანის პარლამენტის რეფორმისტი დეპუტატები მეხუთე დღეა, განაგრძობენ მჯდომარე გაფიცვას.

ირანის პარლამენტის რეფორმისტი დეპუტატები მეხუთე დღეა, განაგრძობენ მჯდომარე გაფიცვას.
ისინი პროტესტს გამოთქვამენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ, არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალონ სამი ათასამდე ლიბერალურად განწყობილ კანდიდატს; და აცხადებენ, რომ გაფიცვა მანამდე გაგრძელდება, სანამ გუშაგთა საბჭო თავის გადაწყვეტილებას არ გააუქმებს. გუშინ ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭოს მოუწოდა, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება. დღეს გუშაგთა საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო უსაფრთხოების მოსაზრებებითა და ისლამური კანონმდებლობით.
XS
SM
MD
LG