Accessibility links

logo-print

ერაყში განთავსებული კოალიციის ჯარების მეთაურმა


ერაყში განთავსებული კოალიციის ჯარების მეთაურმა გენერალმა რიჩარდ სანჩესმა ბაღდადში მოუწოდა სადამ ჰუსეინის მომხრეებს, დაყარონ იარაღი.

ერაყში განთავსებული კოალიციის ჯარების მეთაურმა გენერალმა რიჩარდ სანჩესმა ბაღდადში მოუწოდა სადამ ჰუსეინის მომხრეებს, დაყარონ იარაღი.
გენერლის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიკვდილი ან ციხე ელით. დღეს ბაღდადში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სანჩესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოალიციის ჯარები ყოველ ღონეს იხმარენ, რათა გატეხონ ერაყის ყოფილი დიქტატორის მომხრეთა წინააღმდეგობა. ამასობაში ერაყში გაემგზავრა იაპონიის პირველი სამხედრო კონტინგენტი 30 კაცის შემადგენლობით. ტოკიოში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე იაპონიის თავდაცვის მინისტრმა შიგერუ იშიბამ ჯარის ნაწილებს წარმატება უსურვა სამხედრო მოვალეობის შესრულებაში.
XS
SM
MD
LG