მომხრეთა შემორიგების პროცესი ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა, იწყებს ლაპარაკს პირველი პრეზიდენტის ნეშტის გადმოსვენების აუცილებლობის შესახებ. თუმცა ეს სურვილი იოლი განსახორციელებელი არ იქნება, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია ზვიად გამსახურდიას საფლავის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ და, რაც მთავარია, გადმოსვენებას კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ექს-პრეზიდენტის მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, რომელიც მისი ოჯახის შევიწროებაზე ლაპარაკობს და საქართველოდან წასვლით იმუქრება.
საქართველოს ახალი ხელისუფლების ინიციატივით შექმნილი ეროვნული თანხმობის კომისია, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მთავრობის დროინდელი ფინანსთა მინისტრი, ამჟამად კი სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გურამ აბსანძე ხელმძღვანელობს, მუშაობას რამდენიმე მიმართულებით აწარმოებს. ერთი მათგანია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების საკითხი. როგორც გურამ აბსანძემ რადიო "თავისუფლებას" უთხრა, ეს საკითხი პოლიტიკურად მომწიფებულია.
[გურამ აბსანძის ხმა] "საქართველოში შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი უნდა იქნეს აქ დამარხული. რა თქმა უნდა, ისეთ ადგილას, რომელიც პრეზიდენტს ეკადრება. ალბათ, ეს იქნება მთაწმინდის პანთეონი, მერაბ კოსტავას საფლავის გვერდით. ჩვენი აზრია ეს - ეროვნული ხელისუფლების მომხრეებისა და ხელმძღვანელობის."
თუმცა ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენების კატეგორიული წინააღმდეგია ექს-პრეზიდენტის ქვრივი. მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ჩვენთან საუბარში თქვა, რომ მხოლოდ მორიგ ფსიქოლოგიურ ზეწოლად მიაჩნია ყოველგვარი ლაპარაკი მისი მეუღლის ცხედრის გადმოსვენებაზე იმ დროს, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახი ყოველგვარ მზრუნველობას არის მოკლებული ხელისუფლების მხრიდან.
[მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხმა] "ჩვენთან მიმართებაში არაფერი არც შეცვლილა, არაფერი არც შეიცვლება. დამისახელეთ ისეთი შემთხვევა, რომ პრეზიდენტის ოჯახი 12 წლის მანძილზე იმყოფებოდეს უსახლკარო, მიუსაფარი, ყოველგვარი დახმარების გარეშე და დაყრილი ქუჩაში. სწორედ ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ჩვენ იძულებულს გვხდის, რომ დავტოვოთ საქართველოს ტერიტორია. იმიტომ, რომ საქართველოში ჩვენ არაფერი არ დაგვიტოვეს."
რაც შეეხება თავად ზვიად გამსახურდიას საფლავს, მანანა არჩვაძე გამსახურდიას თქმით, ჩეჩენი მებრძოლები უფრთხილდებიან საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავს. თუმცა ექს-პრეზიდენტის ქვრივი რუსეთის საელჩოს ყოველწლიურად უგზავნის წერილს, უთითებს საფლავის ადგილმდებარეობას და აფრთხილებს რუსეთის მხარეს, რათა მიიღონ ზომები საფლავის დასაცავად. ასეთი სიფრთხილე სრულიად გასაგებია. რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, გროზნოს ქუჩებში მიმდინარე ბრძოლებისას, ზვიად გამსახურდიას საფლავი და რეზიდენცია, სადაც დევნილობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის ოჯახი ცხოვრობდა, რუსეთის ფედერალური საჯარისო ნაწილების სამიზნეს წარმოადგენდა. რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ, 1998 წელს, გამსახურდიას საფლავი სამხედრო ჟურნალისტმა ირაკლი ალადაშვილმა მოინახულა. მოგვიანებით კი ჟურნალისტმა რუსეთის ქალაქ ლაბინსკში გაიცნო სამხედრო, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის საფლავის ქვას, შურისძიების გამო, ყუმბარსატყორცნი ესროლა. ირაკლი ალადაშვილის თქმით, შურისმაძიებელი საქართველოდან წასული რუსეთის ოფიცერი აღმოჩნდა:
[ირაკლი ალადაშვილის ხმა] მან ასეთი რამ მითხრა, რომ როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდია მოვიდა, ეს პიროვნება მსახურობდა მერვე პოლკში. მასთან მივიდნენ ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრები თუ მისი წარმომადგენლები და უთხრეს, რომ ღამით თავს უნდა დასხმოდნენ "მერვე პოლკს" და ეს პირი მათ უნდა დახმარებოდა ამაში. მე ვუთხარი იმ ხალხს, რომ ვიზიარებ საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ გამიგეთ, რომ ის ხალხი, ვისთანაც ვმსახურობ, ჩემი მეგობრები არიან და ვერ გავყიდი. ამ შეხვედრის შემდეგ, როგორც ის მიყვებოდა, მას 09-მარკის მანქანა გამოედევნა, მოიტაცეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და რამდენიმე დღე ჰყავდათ საშინელ მდგომარეობაში. შემდეგ, რამდენიმე ხანში, ეს ნაწილი გავიდა რუსეთში და ისიც ოჯახთან ერთად გაჰყვა. შემთხვევით, რა თქმა უნდა, არ უსვრია. საფლავის ქვა გადამტვრეული იყო მცირე ადგილას. სურათიც გადავუღე. რა თქმა უნდა, დამიზნებითაა ნასროლი."( სტილი დაცულია)
1998 წლის შემდეგ, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე საომარი კამპანიისას, ფედერალურმა ნაწილებმა თითქმის მიწასთან გაასწორეს ქალაქი გროზნო. მოგვიანებით, რუსლან გელაევის პანკისის ხეობაში გამოჩენის გამო, რუსეთის ხელმძღვანელობამ არაერთხელ დაადანაშაულა საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ჩეჩენი მებრძოლების მხარდაჭერაში, რის გამოც ჩეჩნეთთან ყოველგვარი ოფიციალური კავშირი შეწყდა. შესაბამისად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავის მდგომარეობის შესახებაც ოფიციალური ინფორმაციები თითქმის აღარ არსებობს.