Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა ქვეყნის


პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა
- "წმიდა ომი" გამოუცხადონ მუსულმანურ ექსტრემიზმს. პარლამენტში გამოსვლისას მუშარაფმა თქვა, რომ აუცილებელია ბრძოლა ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ საკუთარი იდეები მოახვიონ თავს პაკისტანელ ხალხს. ეს მუშარაფის პირველი გამოსვლა იყო კანონმდებლების წინაშე მოყოლებული 1999 წლიდან, როცა იგი ხელისუფლების სათავეში მოექცა ქვეყანაში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების შედეგად. ოპოზიციაში მყოფმა დეპუტატებმა რამდენჯერმე სცადეს შეეწყვიტათ მუშარაფის გამოსვლა. ხსენებული დეპუტატები პროტესტს გამოთქვამენ იმის გამო, რომ პარლამენტმა ამას წინათ, მუშარაფის ხელისუფლების ლეგიტიმურობა დაადასტურა.
XS
SM
MD
LG