Accessibility links

logo-print

ქვეყანაში აღძრული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების


ქვეყანაში აღძრული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მიზნით,

ქვეყანაში აღძრული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მიზნით,
ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი შაბათს ისლამური რევოლუციის
გუშაგთა საბჭოს წევრებს შეხვდა. განხილულ იქნა იმ პრობლემის მოგვარების გზები, რაც ხსენებული საბჭოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, როცა 3,000-ზე მეტ რეფორმისტ-კანდიდატს, მათ შორის ამჟამინდელი პარლამენტის 80-დე დეპუტატს, მომავალი თვის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა აუკრძალეს. არჩევნები 20 თებერვლისთვისაა დანიშნული. თუმცა ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ სერიოზული დასაბუთების გარეშე, არცერთ კანდიდატს არ აუკრძალავენ კენჭისყრას.
XS
SM
MD
LG