Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ბუშმა კვლავ განაცხადა, რომ


პრეზიდენტმა ბუშმა კვლავ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი განაგრძოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა...

პრეზიდენტმა ბუშმა კვლავ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი განაგრძოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა...
[ჯორჯ ბუშის ხმა]: "ამერიკა ტერორიზმის მუქარას ებრძვის და როგორც ტერორისა და ძალადობის ალტერნატივას - დემოკრატიის დამკვიდრებას უწყობს ხელს მთელს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ავღანეთმა, რომელსაც არც თუ დიდი ხნის წინ თალიბების ულმობელი რეჟიმი მართავდა, ახალი კონსტიტუცია მიიღო და დაადგა დემოკრატიის გზას - მათ შორის ქალთა ძირითადი მოქალაქეობრივი უფლებები უზრუნველყო. ჩვენი თავისუფლებისა და უშიშროების დასაცავად, ჩვენ გავაგრძელებთ ოპერაციებს ტერორისტების წინააღმდეგ", - დასძინა ჯორჯ ბუშმა. თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში ამერიკელი ხალხისადმი, ბუშმა თქვა, რომ ერაყი - "ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის" ველია ტერორისტებთან მიმდინარე ომში. დღესვე, 30 კილომეტრში ბაღდადის ჩრდილოეთით 3 ამერიკელი ჯარისკაცი და ერაყის სამოქალაქო დაცვის 2 მებრძოლი დაიღუპა, როცა ჯავშანტრანსპორტიორი, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, ნაღმზე აფეთქდა. მოყოლებული 20 მარტიდან, როცა სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ერაყში 500 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG