Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას თბილისში, სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტში


კვირას თბილისში, სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტში მოხდა აფეთქება,

კვირას თბილისში, სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტში მოხდა აფეთქება,
რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. აფეთქება მოხდა ინსტიტუტის შენობის მეთოთხმეტე სართულზე, სადაც ქართულ-ჰოლანდიური ფარმაცევტული კომპანია CPI Georgia მდებარეობს. უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ არსებობს სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტში მომხდარის დივერსიად, საბოტაჟად, ან ტერორისტულ აქტად შეფასების საფუძველი და რომ საქმეს პროკურატურა იძიებს. გენერალური პროკურატურის მორიგე ლევან გვიდიანის ცნობით, დაღუპულები არიან ამირან გაგოშიძე და თენგიზ ტუღუში. ორი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის სავარაუდო მიზეზად აზოტის ოქსიდის აფეთქება სახელდება. მიმდინარეობს თვითმხილველთა დაკითხვა.
XS
SM
MD
LG