Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას ერაყის დედაქალაქში, კოალიციის ხელმძღვანელობის


კვირას ერაყის დედაქალაქში, კოალიციის ხელმძღვანელობის ოფისის შესასვლელთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელმაც 23 ადამიანი შეიწირა.

კვირას ერაყის დედაქალაქში, კოალიციის ხელმძღვანელობის ოფისის შესასვლელთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელმაც 23 ადამიანი შეიწირა.
დაღუპულთა უმრავლესობას ერაყელები არიან. დაიჭრა 60-ზე მეტი ადამიანი. [დაჭრილთა ხმა] აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მოვლენის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე შენობების შუშებიც კი ჩაამსხვრია. შეერთებული შტატების სამხედროთა წარმომადგენელი - პოლკოვნიკი რალფ ბეიკერი აცხადებს, რომ დიდი სიმძლავრის ბომბი დამონტაჟებული იყო ავტომანქანაში, რომელიც კოალიციის შტაბ-ბინაში ერაყელთათვის განკუთვნილ მთავარ შესასვლელთან იდგა. რალფ ბეიკერის თქმით, [ბეიკერის ხმა] აფეთქებას კოალიციის ძალების მხრიდან საპასუხო ცეცხლი არ მოჰყოლია, სამხედროებმა მხოლოდ საბრძოლო პოზიცია დაიკავეს და ძალიან მალე დაჭრილ ერაყელთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენას შეუდგნენ.
XS
SM
MD
LG