Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 იანვარს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ


18 იანვარს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ 2004 წლის ივნისისთვის დანიშნულ

18 იანვარს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ 2004 წლის ივნისისთვის დანიშნულ
საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიარა. კარზაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავღანეთის არჩევნებში მონაწილეობა მისი დიდი ხნის ოცნებაა და რომ ახლა მას აქვს ამომრჩევლის ბარათი და საშუალება ხმა მისცეს იმ კანდიდატს, ვინც მას მოსწონს. ჰამიდ კარზაი ავღანეთში პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატია. დღემდე ივნისის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია ნახევარ მილიონზე ნაკლებმა ავღანელმა გაიარა. ამომრჩეველთა სავარაუდო რაოდენობა კი 10 მილიონს შეადგენს.
XS
SM
MD
LG