Accessibility links

logo-print

დღეს ერაყში ქუვეითიდან ჩავიდა იაპონიის


დღეს ერაყში ქუვეითიდან ჩავიდა იაპონიის შეიარაღებული ძალების მცირერიცხოვანი სამშვიდობო კონტინგენტი.

დღეს ერაყში ქუვეითიდან ჩავიდა იაპონიის შეიარაღებული ძალების მცირერიცხოვანი სამშვიდობო კონტინგენტი.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მოყოლებული, ეს საზღვარგარეთ, მტრულად განწყობილ რაიონში, იაპონელ ჯარისკაცთა განთავსების პირველი შემთხვევაა. 30-კაციანი ჯგუფის ამოცანაა, ნიადაგი შეუმზადოს ერაყში რამდენიმე ასეული იაპონელი მშვიდობისდამცველის ჩასვლას. იაპონელი მშვიდობისდამცველები განთავსებულ იქნებიან სამხრეთი ერაყის ქალაქ სამავაში და მონაწილეობას მიიღებენ ერაყის აღდგენასა და ჰუმანიტარულ ოპერაციებში.
XS
SM
MD
LG