Accessibility links

logo-print

სტოკჰოლმის სასამართლომ, რომელიც შვეციის საგარეო


სტოკჰოლმის სასამართლომ, რომელიც შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის ანა ლინდის მკვლელობის საქმეს განიხილავს,

სტოკჰოლმის სასამართლომ, რომელიც შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის ანა ლინდის მკვლელობის საქმეს განიხილავს,
გადაწყვიტა, რომ ამა თუ იმ განაჩენის გამოტანამდე ბრალდებულს, მიხაილო მიხაილოვიჩს, ფსიქიატრიული გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს. დილით პროკურორმა მიხაილოვიჩის სამუდამო პატიმრობით დასჯა მოითხოვა, განაცხადა რა, რომ მკვლელობა მან საღი გონებით ჩაიდინა. თავად მიხაილოვიჩი აცხადებს, რომ თავისი მსხვერპლის მოკვლა არ უნდოდა. მისი მტკიცებით, ლინდს იგი უზენაესის კარნახით დაესხა თავს. დაპატიმრებამდე განსასჯელს შიზოფრენიისგან მკურნალობის კურსი ჩაუტარეს.
XS
SM
MD
LG