Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი ადამიანი დაიღუპა დღეს ბულგარეთის


ოთხი ადამიანი დაიღუპა დღეს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მომხდარი აფეთქების შედეგად.

ოთხი ადამიანი დაიღუპა დღეს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მომხდარი აფეთქების შედეგად.
ბომბი აფეთქდა ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის ადმინისტრაციული შენობის ლიფტში. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე სოფიაში არაერთი აფეთქება და შეკვეთილი მკვლელობა მოხდა. პოლიცია აცხადებს, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებები გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის იბრძვიან.
XS
SM
MD
LG