Accessibility links

logo-print

შვეციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელს


შვეციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელს ახსნა-განმარტება მოსთხოვა მას შემდეგ, რაც ისრაელის ელჩმა ზიანი მიაყენა

შვეციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელს ახსნა-განმარტება მოსთხოვა მას შემდეგ, რაც ისრაელის ელჩმა ზიანი მიაყენა
სტოკჰოლმის მუზეუმში გამოფენილ მხატვრულ ობიექტს.ზვი მაზელმა ნათურა ესროლა მხატვარ დრორ ფაილერის მიერ შექმნილ ინსტალაციას, რომელიც წარმოადგენს სისხლით სავსე აუზს შიგ მცურავი პატარა გემით, რომელზეც დამაგრებულია პალესტინელი თვითმკვლელი ტერორისტი ქალის პორტრეტი. ისრაელში შვეციის ელჩმა რობერტ რიდბერგმა დაგმო ისრაელი დიპლომატის ქმედება: [რობერტ რიდბერგის ხმა] "ეს არის, უწინარეს ყოვლისა იმ არცოდნის შედეგი, რომელიც ხელოვნების ნაწარმოების არასწორ ინტერპრეტაციას ემყარება. ეს ნაწარმოები, შესაძლოა, მდარე, ძალიანაც მდარე გემოვნებისა იყოს, მაგრამ იგი სულაც არ ამართლებს თვითმკვლელ ტერორისტებს." თვით ზვი მაზელი დარწმუნებულია, რომ ფაილერის ინსტალაცია შეურაცხჰყოფს ისრაელთა გრძნობებს. [ზვი მაზელის ხმა] "ეს ინსტალაცია მთლიანად ამართლებს თვითმკვლელ ტერორისტებს, მასობრივ მკვლელობებს - თანაც, ჩემი ხალხის წარმომადგენელთა მკვლელობებს."
XS
SM
MD
LG