Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა საქართველოში მიმდინარე მოვლენები ამ ბოლო დროს დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად კვლავაც უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

"ნუ დაუშვებთ საქართველოს გაქრობას რუკიდან", - ასეა დასათაურებული სტატია გაზეთ "უოლ სტრიტ ჯონალში", რომლის ავტორი მარტ ლაარი, 1992-94-სა და 1999-2002 წლებში, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იყო. სტატიაში მაარტ ლაარი თავისი ქვეყნის გამოცდილებას უზიარებს საქართველოს ახალ ლიდერებს. იგი წერს:

"საქართველო თითქოს ძალზედ შორსაა. ევროპისთვის მრავალი სახელმწიფო, როგორც ძალზედ მოშორებული, უგულველბელყოფილია. ამგვარმა სიბეცემ კონტინენტს, არაერთი ომი მოუტანა და შესაძლოა ახალი არეულობაც გამოიწვიოს კავკასიაში. იზოლაციაში ვერცერთი ქვეყანა ვერ შესძლებს დღეს არსებობას, ხოლო ევროპის მომავალი დამოკიდებულია ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, რომელიც მხოლოდ ერთის შეხედვით მოჩანს ჰორიზონტს მიღმა. ათი წლის წინ ჩემი ქვეყანა ძალზედ მოშორებული ჩანდა ასევე. ამ წლის გაზაფხულზე ესტონეთი ევროპის კავშირსა და ნატოში გაწევრიანდება. საქართველო ელინური სამყაროსა და რომის იმპერიის ნაწილი იყო თავის დროზე, ვიდრე რუსეთის ბატონობის ქვეშ მოექცეოდა, ხოლო მოგვიანებით, დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, წითელი არმიის მიერ იქნებოდა დაპყრობილი.

გასულ თვეს მომხდარი მშვიდობიანი, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძის გადადგომით დამთავრდა, ქართველებმა პრეზიდენტად აირჩიეს დასავლეთში განათლებამიღებული მიხეილ სააკაშვილი, რითაც საქართველოს მიეცა ახალი, და შესაძლოა უკანასკნელი შანსი, კვლავ გახდეს დასავლეთის სახელმწიფოთა ოჯახის წევრი.

1992 წელს ესტონეთი ეკონომიკურად გაჩანაგებული იყო და ხალხს დაკარგული ჰქონდა ხვალინდელი დღის იმედი. მაგრამ, ჩვენ შევძელით კრიზისიდან თავის დაღწევა. მტკივენული, მაგრამ რადიკალური რეფორმებით, ესტონეთმა დასავლეთისკენ იბრუნა პირი ხოლო დღეს, მემკვიდრეობის ფონდისა და გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალის" მონაცემებით, მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოთა სიაში, და წინ უსწრებს ევროკავშირის წევრებს ორის გარდა. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოს ახალმა ლიდერებმა პირვე რიგში უნდა შექმნან მყარი პოლიტიკური საფუძველი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ ეკონომიკური რეფორმების გატარება. რეფორმების წარმატებით განხორციელება იქნება ყველაზე ბასრი იარაღი სეპარატიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად."

საინტერნეტო გამოცემა "იურეიჟა ვიუში" გამოქვეყნებული სტატიის ავტორი რუსუდან წერეთელი დაწვრილებით აღწერს ერთ დროს "ინდუსტრიის მშენებლად" მონათლული ქალაქის, რუსთავის დღევანდელ სავალალო მდგომარეობას. როგორც სტატიაშია ნათქვამი, დღეს რუსთავში მხოლოდ სამი სამრეწველო საწარმო მუშაობს; უმუშევრობის დონემ ქალაქში 65 პროცენტს მიაღწია, მაშინ როცა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ჩამოსხმულ ფოლადს, ერთ დროს, მსოფლიოს 30 სახელმწიფო ყიდულობდა.
XS
SM
MD
LG