Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა მოუწოდეს ირანის ხელისუფლებას,

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა მოუწოდეს ირანის ხელისუფლებას,
ხელი არ შეუშალოს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში გამართულ პრესკონფერენციაზე კოფი ანანმა თქვა: [ანანის ხმა] "ჩვენ ვიცით, რომ ირანში სერიოზული პოლიტიკური დისკუსიები დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ ირანის ლიდერები ვითარებიდან ისეთ გამოსავალს იპოვიან, რომელიც შესაძლებელს გახდის პატიოსანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ყველა პარტიის მონაწილეობით." როგორც ირანის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამად ალი აბტაჰიმ თქვა დღეს, მთავრობის ზოგიერთი წევრი გადადგომით დაიმუქრა ე.წ. მცველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ირანის მცველთა საბჭომ საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატურების წამოყენებაზე უარი უთხრა 3 ათასზე მეტ რეფორმისტ კანდიდატს.
XS
SM
MD
LG