Accessibility links

logo-print

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ატალ ბეჰარი ვაჯპაი


ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ატალ ბეჰარი ვაჯპაი პარასკევს შეხვდება ქაშმირელი სეპარატისტების ხუთ წარმომადგენელს,

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ატალ ბეჰარი ვაჯპაი პარასკევს შეხვდება ქაშმირელი სეპარატისტების ხუთ წარმომადგენელს,
რომლებიც დელიში იმყოფებიან ინდოეთის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკების საწარმოებლად. მოულოდნელი განცხადება ვაჯპაის სურვილზე, შეხვდეს სეპარატისტებს, ინდოეთის ვიცე-პრემიერმა ლალ კრიშნა ადვანიმ გააკეთა მას შემდეგ, რაც დახურულ კარს მიღმა ჩაატარა მოლაპარაკება სეპარატისტების წარმომადგენლებთან. ლაპარაკია ქაშმირის წამყვან სეპარატისტულ ორგანიზაციაზე, "ჰურიათზე", რომელიც ზომიერი კურსის მომხრედ ითვლება. მოლაპარაკების შემდეგ მხარეებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ერთსულოვნად მოითხოვენ ქაშმირში ყველა ფორმის ძალადობის შეწყვეტას. [ადვანის ხმა] "ამ შეხვედრით ძალიან კარგად დაიწყო დიალოგი, რომელიც ჯამუსა და ქაშმირის რაიონებს ეძღვნება", აღნიშნა ინდოეთის ვიცე-პრემიერმა. ასევე ხუთშაბათს პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა ოპტიმისტურად შეაფასა მის ქვეყანასა და ინდოეთს შორის მშვიდობის პერსპექტივა. მუშარაფმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ მხარეები პირველად განიხილავენ ყველა საკითხს, მათ შორის ქაშმირის პრობლემას. ქაშმირის ტერიტორია ინდოეთსა და პაკისტანს შორის არის გაყოფილი და ორივე მთელს ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას. დელიში დაწყებულ მოლაპარაკებაში არ მონაწილეობენ ქაშმირის რადიკალური სეპარატისტული ორგანიზაციები. დელიში შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეტაკებამ ქაშმირში ერთი ინდოელი ჯარისკაცისა და ერთი მუსლიმანი სეპარატისტის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG