Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია მხარს უჭერს თურქეთის ევროკავშირში


გერმანია მხარს უჭერს თურქეთის ევროკავშირში შესვლისაკენ მისწრაფებას.

გერმანია მხარს უჭერს თურქეთის ევროკავშირში შესვლისაკენ მისწრაფებას.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა ანკარაში სტუმრობისას უთხრა თურქეთის ხელმძღვანელობის წარომადგენლებს. მაგრამ მანვე თურქეთს დემოკრატიული რეფორმების სწრაფად განხორციელებისაკენ მოუწოდა. ფიშერი, რომელიც ანკარას ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად ეწვია, შეხვდა თავის თურქ კოლეგას, აბდულა გიულს და პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანს. როგორც იუწყებიან, ფიშერმა აღნიშნა, რომ თურქეთმა, თუ მას ევროკავშირში გაწევრიანების იმედი აქვს, ხელი უნდა შეუწყოს კვიპროსის გარშემო უთანხმოების მოგვარებას. ევროკავშირის ლიდერებმა დეკემბერში უნდა გადაწყვიტონ, მიაღწია თუ არა თურქეთმა საკმარის წინსვლას დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში საიმისოდ, რომ დაიწყოს მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე.
XS
SM
MD
LG