Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთში პრომოსკოვური ხელმძღვანელობის წევრმა რუსი


ჩეჩნეთში პრომოსკოვური ხელმძღვანელობის წევრმა რუსი სამხედროები გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა ავტოავარიის დროს მოკლეს ერთი და დაჭრეს ორი ადამიანი.

ჩეჩნეთში პრომოსკოვური ხელმძღვანელობის წევრმა რუსი სამხედროები გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა ავტოავარიის დროს მოკლეს ერთი და დაჭრეს ორი ადამიანი.
პრომოსკოვური ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა გზაზე გროზნოს მახლობლად. ჯავშანტრანსპორტიორს ავტომანქანა შეეჯახა, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა ესროლეს სხვა მანქანას, რომელშიც ორი ჩეჩენი პოლიციელი და ერთი ქალი იმყოფებოდნენ. ქალი დაიღუპა, პოლიციელები დაიჭრნენ. ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე რუდნიკ დუდაევის თქმით, ინციდენტი ცხადჰყოფს, რომ რუსეთის ჯარებს მეტი დისციპლინა ესაჭიროებათ.
XS
SM
MD
LG