Accessibility links

logo-print

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში გრძელდება


შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში გრძელდება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მრავალი ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით.

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში გრძელდება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მრავალი ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით.
მონაწილეთა შორის არის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილიც. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გაერო და ამერიკელი ფინანსისტი და ქველმოქმედი ჯორჯ სოროსი შექმნიან საგანგებო ფონდს საქართველოში ანტიკორუფციული ზომების დასაფინანსებლად. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს ჯორჯ სოროსთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ სოროსის ფონდი, აგრეთვე გაეროს განვითარების პროგრამა მილიონობით დოლარს გამოჰყოფენ საქართველოში მოხელეების ხელფასების დასაფიფნანსებლად, რათა კორუფცია ამოიძირკვოს. სააკაშვილის განმარტებით, ეს პროექტი შეეხება საგზაო პოლიციას, საბაჟო და საგადასახადო სამსახურებს. საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესის" ინფორმაციით, გაზრდილი ხელფასები 500-დან 1000-მდე დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG