Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ევროპაში უამინდობაა.


სამხრეთ ევროპაში უამინდობაა.

სამხრეთ ევროპაში უამინდობაა.
ქარბუქი და კოკისპირული წვიმები საბერძნეთში და კუნძულ კვიპროსზე საზღვაო და საჰაერო მიმოსავლას აბრკოლებს. ქარბუქის გამო აუცილებელი გახდა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვა, რის გამოც ასამდე ხომალდი გზას ვეღარ აგრძელებს. 7 მეტრამდე სიმაღლის ტალღებმა აუცილებელი გახადა სამხრეთ რუმინეთში კონსტანტა-სამხრეთი აგიგეის ნავსადგურის ჩაკეტვაც. თოვლით დაიფარა ბელგრადის ქუჩები. უამინდობა ეგვიპტესაც კი მისწვდა: ოთხმა აეროპორტმა შეაჩერა ფრენა ქვიშის ქარიშხლების გამო.
XS
SM
MD
LG