Accessibility links

logo-print

ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ


ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ მარსზე ყინული აღმოაჩინეს,

ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ მარსზე ყინული აღმოაჩინეს,
რაც შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს ადრინდელი აღმოჩენის დადასტურებაა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს დირექტორი დევიდ საუთვუდი ვარაუდობს, რომ მარსის ახალი ხელოვნური თანამგზავრის საშუალებით კიდევ არაერთი აღმოჩენა გახდება შესაძლებელი: [საუთვუდის ხმა] "ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალ ორ წელიწადში კიდევ ბევრი რამ იქნება. ჩვენ ახლა მხოლოდ ფარდის კუთხეს ვწევთ". 2002 წელს კოსმოსის ამერიკელი სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ მათმა კოსმოსურმა თანამგზავრმა მარსზე დიდი მოცულობის ყინული აღმოაჩინა. ყინულის აღმოჩენა მეცნიერებს უმყარებს ვარაუდს, რომ მარსზე ერთ დროს სიცოცხლე იყო, რადგან წყალი, რომელიც იქ გაყინული სახით აღმოჩნდა სიცოცხლის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.
XS
SM
MD
LG