Accessibility links

logo-print

სურსათის მწარმოებელი კომპანია "პარმალატის" ყოფილი


სურსათის მწარმოებელი კომპანია "პარმალატის" ყოფილი ფინანსური დირექტორის თანაშემწემ - 32 წლის ალესანდრო ბასიმ თავი მოიკლა.

სურსათის მწარმოებელი კომპანია "პარმალატის" ყოფილი ფინანსური დირექტორის თანაშემწემ - 32 წლის ალესანდრო ბასიმ თავი მოიკლა.
ის პარასკევს ქალაქ პარმის ახლოს ავტომაგისტრალის ხიდიდან გადახტა. ალესანდრო ბასის დარჩა მეუღლე და ორი შვილი. ფაუსტო ტონა, პარმალატის ყოფილი ფინანსური დირექტორი, რომლის თანაშემწედაც მუშაობდა ბასი, აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მხოლოდ იარაღს წარმოადგენდა უღირსი უფროსის - "პარმალატის" ბოსის - კალისტო ტანცის ხელში. ფაუსტო ტონა 15 წლის მანძილზე უძღვებოდა "პარმალატის" ფინანსურ საქმეებს. კომპანია "პარმალატის" ხელმძღვანელობას 10 მილიონი ევროს მითვისებაში ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG