Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიეტნამში ეგრედ წოდებული "ჩიტის გრიპის"


ვიეტნამში ეგრედ წოდებული "ჩიტის გრიპის" შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

ვიეტნამში ეგრედ წოდებული "ჩიტის გრიპის" შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ეს, ხსენებული დაავადების შედეგად გარდაცვალების მეექვსე შემთხვევაა ვიეტნამში. ჰანოიში, "ჩიტის გრიპის" დიაგნოზით 17 ადამიანია უკვე საავადმყოფოში მოთავსებული. იმ ქვეყნებს, სადაც "ჩიტის გრიპის" ეპიდემია დაიწყო, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა - მიიღონ ყველა საჭირო ზომა, სახელდობრ, გაანადგურონ ინფიცირებული ფრინველი. იუწყებიან, რომ ხსენებული ეპიდემია ვიეტნამის გარდა თაილანდში, კამბოჯაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ტაივანშიც გავრცელდა. მედიკოსები აცხადებენ, რომ ადამიანების ინფიცირება "ჩიტის გრიპით" დაავადებულ ფრინველთან მხოლოდ უშუალო კონტაქტის შემთხვევაშია შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG