Accessibility links

logo-print

შაბათს, ქალაქ ელ-ჰალდიაში ბაღდადის დასავლეთით


შაბათს, ქალაქ ელ-ჰალდიაში ბაღდადის დასავლეთით, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად 3 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა.

შაბათს, ქალაქ ელ-ჰალდიაში ბაღდადის დასავლეთით, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად 3 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა.
ქალაქ ელ-ფალუჯას შემოგარენში გზაზე დადებული ყუმბარა აფეთქდა. 2 ამერიკელი ჯარისკაცი იქნა მოკლული. ქალაქ სამარაში, ადგილობრივი სასამართლოს შენობასთან დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგად 3 ადგილობრივი მკვიდრი დაიღუპა, 33 ადამიანი, მათ შორის 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა. ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ მოსულში, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ადგილობრივი პოლიციელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG