Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთი მოელის, რომ ირანი


საუდის არაბეთი მოელის, რომ ირანი მას გადასცემს გასასამართლებად ყველა იმ თავის ქვეშევრდომს,

საუდის არაბეთი მოელის, რომ ირანი მას გადასცემს გასასამართლებად ყველა იმ თავის ქვეშევრდომს,
ვინც "ალ-ყაიდასთან" თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუდ ალ-ფეისალმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად, ირანში დაპატიმრებული პირები საუდის არაბეთის მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ. ადრე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ განაცხადა, რომ თეირანი "ალ-ყაიდის" ათზე მეტი მოიერიშის გასამართლებას აპირებს. შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ ხსენებული ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის წევრებს ირანმა, თავშესაფარი მისცა.
XS
SM
MD
LG