Accessibility links

logo-print

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოანმა გაეროს


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოანმა გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს მიმართა თხოვნით,

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოანმა გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს მიმართა თხოვნით,
საერთაშორისო შუამავალი დანიშნოს კვიპროსის თურქულ და ბერძნულ სათვისტომოებს შორის მოლაპარაკების განსაახლებლად. ერდოანმა ამის შესახებ განაცხადა შვეიცარიის ქალაქ დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ერდოანის თქმით, კოფი ანანი დათანხმდა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიავლინოს კვიპროსში შუამავალი, თუ ამ კუნძულის ბერძნული და თურქული სათვისტომოები კვიპროსის პრობლემისადმი მიძღვნილი რეფერენდუმის ჩასატარებლად კონკრეტულ თარიღს დანიშნავენ.
XS
SM
MD
LG