Accessibility links

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ გაწბილება გამოხატა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ გაწბილება გამოხატა
იმის გამო, რომ ექსპერტებმა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის პოვნა ვერ მოახერხეს. სტრო კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ სადამ ჰუსეინს ეს იარაღი ჰქონდა და მის წინააღმდეგ ომი გამართლებული იყო. გუშინ ერაყში მომუშავე ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა დევიდ კეიმ, რომელიც ამ თანამდებობას ტოვებს, განაცხადა: [დევიდ კეის ხმა] "ჩემი დასკვნა, რომელიც იმას ემყარება, რაც თავად ვნახე, შემდეგია: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის რაიმე დიდ სამალავებს მივაგნოთ. ჩემი აზრით, ისინი არ არსებობს. ასეთია ჩემი პირადი თვალსაზრისი, თუმცა ძიება მომავალშიც გაგრძელდება. და სიურპრიზების გამორიცხვა არ შეიძლება." ბოლო ხანს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში სულ უფრო ხშირად გაისმის მოწოდებები, წარმოდგენილ იქნეს იმის მტკიცებულებები, რომ სადამ ჰუსეინი მართლაც ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღს.
XS
SM
MD
LG