Accessibility links

logo-print

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით, ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. გადაწყვეტილებას ჟორდანიას გათავისუფლების თაობაზე დღეს ხელი მოაწერა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა. ამასთანავე, დაიხურა ჟორდანიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეც. ჟორდანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში ათი დღის წინათ გადარიცხა 742 ათასი ლარი, რომელსაც მას გამოძიება ედავებოდა. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს შეწყვეტა საქმე და შემდგომი რეაგირებისთვის იგი გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა. ჟორდანია პოლიციამ 12 დეკემბერს დააკავა.
XS
SM
MD
LG