Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ


დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს

დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს
ვლადიმირ პუტინსა და ამავე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს იგორ ივანოვს. ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელიც მხარეებმა მოლაპარაკებისას განიხილეს, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის საკითხი იყო. შეხვედრის მსვლელობაში პუტინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გაერომ ერაყში საქმიანობა უნდა განაახლოს. მისივე თქმით, რუსეთი პოლიტიკურადაც და მორალურადაც მხარს უჭერს ერაყის ახალ ხელისუფლებას. პუტინმა კმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობა დღეს მყარია, რაც საშუალებას იძლევა, ნებისმიერი უთანხმოება დიალოგის გზით მოგვარდეს. თავის მხრივ, კოლინ პაუელმა წამოჭრა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის საკითხი. შეგახსენებთ, რომ ეუთოს სტამბოლის სამიტზე, 1999 წელს, რუსეთმა საქართველოში განთავსებული თავისი სამხედრო ბაზების დახურვა ივალდებულა.
XS
SM
MD
LG