Accessibility links

ერაყის დროებითი მთავრობის შინაგან საქმეთა


ერაყის დროებითი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის ნური ბადრანის განცხადებით,

ერაყის დროებითი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის ნური ბადრანის განცხადებით,
ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარება გამორიცხავს უახლოეს მომავალში საყოველთაო არჩევნების ჩატარებას. შიიტ მაჰმადიანთა უმრავლესობის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ას-სისტანი მოითხოვს, რომ ქვეყნის მართვის სადავეები რაც შეიძლება მალე გადაეცეს მთავრობას, რომელიც პირდაპირი არჩევნების გზით ჩამოყალიბდება. შეერთებული შტატების აზრით, ამჟამინდელ პირობებში სამართლიანი არჩევნების მოწყობა შეუძლებელია. ვაშინგტონი გამოთქვამს წინადადებას, არჩევნები გაისად გაიმართოს, მანამდე კი ქვეყნის მართვა დაევალოს ერაყის გარდამავალ მთავრობას.
XS
SM
MD
LG