Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დაასრულა თავისი ორდღიანი ვიზიტი მოსკოვში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დაასრულა თავისი ორდღიანი ვიზიტი მოსკოვში.
მან თქვა, რომ რუსეთს და აშშ-ს ერთმანეთთან ღიად შეუძლიათ ლაპარაკი. მან მოსკოვში ვაშინგტონში წასვლამდე თქვა, რომ ურთიერთობა ორ ქვეყანს შორის არის იმგვარი, როგორზეც ის და საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი მორიგდნენ: საქართველოს თაობაზე კი არ იპაექრონ, არამედ ითანამშრომლონ. მისი თქმით, თანამშრომლობის ნიშანიი ის, რომ ის და ივანოვი ორივე თბილისში საქართველოს ახახოლი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა. [პაუელის ხმა] "ეს არის მეგობრობის საფუძველი, ერთმანეთთან ღიად ლაპარაკი, და ეს არის მეგობრობის ფორმა, რომელიც აშშ-ს და რუსეთს აკავშირებს. ეს გამოიხატა სხვა რამეშიც, საქართველოში ახალი პრეზიდენტის - მიხეილ საკაშვილის - ინაუგურაციაზე ჩემი და ივანოვის ყოფნით. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო ის ადგილია, სადაც ჩვენ ვითანამშრომლებთ და არა ვიპაექრებთ. რატომ? იმიტომ, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია საქართვლელოს ხალხისთვის".
გუშინ პაუელი და პუტინი შეხვდნენ ერთმანეთს, ორივემ თქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობა მყარ საფუძველზე დგას, მიუხედავად უთანხმოებებისა.
XS
SM
MD
LG