Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ამბიცია ევროკავშირში გაწევრიანებაა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ამბიცია ევროკავშირში გაწევრიანებაა.
მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა მიმართვა, რომ "სცნონ საქართველოს წევრობა უფრო ფართო ევროპის ფარგლებში". სააკაშვილის განცხადებით, გასული წლის ნოემბერში საქართველოში მომხდარი "ვარდების რევოლუცია" იყო ქვეყნის "პირდაპირი მანიფესტაცია ევროპული ფასეულობის და ლიბერალური დემოკრატიის, რაც საქართველოს თვითმყოფადობის და კულტურის საფუძველს წარმოადგენს". ეს ღირებულებები გაზიარებულია თითოეული ქართველის მიერ, თქვა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას სჯერა, რომ "ვარდების რევოლუცია" იქცევა მოდელად მთელი რეგიონისთვის და გახდება მაგალითი იმისა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შესწევთ ძალა გაატარონ მშვიდობიანი და დემოკრატიული ცვლილებები. მისი განცხადებით, წარმატებები საქართველოში ნიშნავს წარმატებას მთელ რეგიონში, ხოლო თუ საქართველო წააგებს, ეს იქნება მარცხი მთელი რეგიონისთვის. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს უნარი წამყვანი როლი ითამაშოს ევროპის კეთილდღეობის და სტაბილურობის საქმეში, თუმცა მას დაემუქრება არასტაბილურობის წყაროდ ქცევის საფრთხე, თუკი ევროპის გარეთ აღმოჩნდება მიტოვებული. საქართველოს თვითმყოფადობა ფუნდამენტურად ევროპულია და დღეს ქვეყანა საბოლოოდ ადგას შინისკენ მიმავალ გზას, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG