Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-მ ბოდიში


ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-მ ბოდიში მოიხადა, მისი ხელმძღვანელობის ორი უმაღლესი რანგის წარმომადგენელი კი გადადგა

ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-მ ბოდიში მოიხადა, მისი ხელმძღვანელობის ორი უმაღლესი რანგის წარმომადგენელი კი გადადგა
მას შემდეგ, რაც სასამართლომ BBC-ს სარედაქციო პოლიტიკა გააკრიტიკა. BBC-ს სახელით ბოდიში მოიხადა კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რიჩარდ რაიდერმა: [რაიდერის ხმა] "BBC-ს სახელით ბოდიშს ვიხდი ჩვენი შეცდომების გამო და ბოდიშს ვუხდი ადამიანებს, ვისი რეპუტაციაც ამ შეცდომებით შეიბღალა". ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა ბოდიში მიიღო, აღნიშნა რა, რომ მას არაფერი სურდა ამის გარდა. ოთხშაბათს BBC გაარიკტიკა მოსამართლე ლორდმა ჰატონმა რეპორტაჟისათვის, რომელშიც მთავრობა დადანაშაულებული იყო ინფორმაციის მანიპაულაციაში. ლაპარაკია ინფორმაციაზე ერაყში ომამდე მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის შესახებ. ლორდი ჰატონი იძიებდა სამხედრო ექსპერტ დევიდ კელის სიკვდილთან დაკავშირებულ საქმეს. კელიმ თავი მოიკლა შარშან მაისში, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ის BBC-მ ინფორმაციის წყაროდ დაასახელა.
XS
SM
MD
LG