Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური მდივანი გამოდის მოწოდებით


გაეროს გენერალური მდივანი გამოდის მოწოდებით, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომმა ძირი არ გამოუთხაროს ადამიანის უფლებებს.

გაეროს გენერალური მდივანი გამოდის მოწოდებით, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომმა ძირი არ გამოუთხაროს ადამიანის უფლებებს.
ამ საკითხს კოფი ანანი შეეხო ბრიუსელში, ადამიანის უფდებათა სფეროში ევროპარლამენტის უმაღლესი ჯილდოს, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიის მიღების შემდეგ. პრემია გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა სერჟიუ ვიეირა დე მელუს - ერაყში გაეროს წარმომადგენელს, რომელიც შარშან ბაღდადში აფეთქების შედეგად დაიღუპა. დღესვე კოფი ანანმა შეაქო ევროკავშირი 1 მაისს 10 ახალი წევრის მიღების გამო. [კოფი ანანის ხმა] "თქვენ მრავალმხრივი თანამშრომლობით მშვიდობის გზას მიაკვლიეთ და დღეს ევროკავშირი შემწყნარებლობის, ადამიანის უფლებების დაცვის, საერთაშორისო თანამშრომლობის საუცხოო მაგალითს იძლევა. წელს, 1 მაისიდან, როცა 25 წევრამდე გაფართოვდებით, გადალახავთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ზღვარს, რომელიც დიდხანს გადაულახავი ჩანდა. ევროკავშირის გაფართოება ევროპის კონტინენტზე მშვიდობის საუკეთესო გარანტია".
იქვე ანანმა გამოთქვა სურვილი, რომ ევროკავშირის პოლიტიკა უფრო ჰუმანური გახდეს იმიგრანტებისა და ლტოლვილების მიმართ.
XS
SM
MD
LG