Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ყველა პროვინციის მმართველებმა მოუწოდეს


ირანში ყველა პროვინციის მმართველებმა მოუწოდეს მთავრობას, გადადოს მომავალი თვის საპარლამენტრო არჩევნები,

ირანში ყველა პროვინციის მმართველებმა მოუწოდეს მთავრობას, გადადოს მომავალი თვის საპარლამენტრო არჩევნები,
რახან ათასობით ადამიანისთვის კანდიდატურის წამოყენებაზე უარი ნიშნავს, რომ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის თქმით, 27-მა ადგილობრივმა მმართველმა თეირანში გამართულ შეხვედრაზე წუხელ ერთხმად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ყველა მმართველი პრეზიდენტ მოჰამად ხათამის დანიშნულია. ხათამიმ კონსერვატიულ "მეთვალყურეთა საბჭოს" მიმართა თხოვნით, გადასინჯოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, 20 თებერვლის არჩევნებში ჩართვა ეკრძალება თითქმის ნახევარს 8200 მსურველიდან.
XS
SM
MD
LG