Accessibility links

logo-print

საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ წერილობითი მიმართვა


საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ წერილობითი მიმართვა გააგზავნა აშშ-ის კონგრესში თხოვნით, შეიქმნას საგანგებო კომისია

საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ წერილობითი მიმართვა გააგზავნა აშშ-ის კონგრესში თხოვნით, შეიქმნას საგანგებო კომისია
საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესასწავლად. მიმართაში ლეიბორისტები ითხოვენ 100 მილიონი დოლარის კომპენსაციას მორალური ზიანისათვის, რომელიც ამ მოვლენების შედეგად მიადგა ქართველ ხალხს და ასევე ლეიბორისტულ პარტიას. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ისაუბრა ხუთშაბათს გამართულ პრეს-კოფერენციაზე. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა დააფინანსა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგად ხელისუფლების სათავეში ჩადგნენ ედუარდ შევარდნაძის მიერ დაწყებული კურსის - ქვეყნის ნგრევის კურსის გამგრძელებლები.
XS
SM
MD
LG