Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში პალესტინელმა თავი აიფეთქა ავტობუსში


იერუსალიმში პალესტინელმა თავი აიფეთქა ავტობუსში და მოკლა სულ ცოტა 10 ადამიანი. დაჭრილების რიცხვი 50-ს აღწევს.

იერუსალიმში პალესტინელმა თავი აიფეთქა ავტობუსში და მოკლა სულ ცოტა 10 ადამიანი. დაჭრილების რიცხვი 50-ს აღწევს.
აფეთქების პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია "ალ-აქსას წამებულთა ბრიგადებმა" იკისრა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივან რანაან გისინის თქმით, თავდასხმა ცხადჰყოფს აუცილებლობას, გაგრძელდეს ისრაელის მიერ უშიშროების კედლის შენება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. აფეთქება დაგმეს შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ალექსანდრ იაკოვენკომ გაიხსენა, რომ წინა დღით ისრაელის ჯარისკაცებმა 8 პალესტინელი მოკლეს ღაზის სექტორში. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, აფეთქება იერუსალიმში უშუალო კავშირშია ისრაელის ჯარის წინა დღის ოპერაციასთან. ამასობაში, ისრაელმა და ლიბანურმა გასამხედროებულმა მოძრაობა "ჰისბოლამ" დაიწყეს პატიმრების გაცვლა. მათი შეთანხმება ითვალისწინებს ასობით პალესტინელის, ერთი ისრაელი ბიზნესმენის, ასევე 60 ლიბანელი მებრძოლისა და ისრაელის 3 ჯარისკაცის ნეშტების გაცვლას.
XS
SM
MD
LG