Accessibility links

logo-print

ბერლინში მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ


ბერლინში მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტი.

ბერლინში მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტი.
როგორც სააკაშვილმა ვიზიტის დასაწყისშივე აღნიშნა, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მისწრაფის. მან გაზეთ "ბილდთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქართველები იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს და რომ საქართველოს გაწევრიანება სარგებელს მოუტანდა ევროკავშირს. საინფორმაციო სააგენტო "დოიჩე პრესეაგენტურის" ცნობით, ხუთშაბათს სააკაშვილი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ იოშკა ფიშერსა და პარლამენტის თავმჯდომარე ვოლფგან ტირზეს. ფიშერთან საუბრისას მთავარი თემები იყო საქართველოს დაახლოება ევროპასთან და ნატოსთან, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრის შემდეგ ქართველმა სტუმარმა გერმანიას მიმართა თხოვნით, კვლავაც მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. შემდეგ სააკაშვილმა მიმართა ორგანიზაცია ტრანსპარენსი ინტერნეშენალს, რომელიც კორუფციის პრობლემაზე მუშაობს და აღნიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩოებში აპირებს ბიუროკრატიული აპარატის შეკვეცას. დაგეგმილია ასევე მიხეილ სააკაშვილის შეხვედრები გერმანიის კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან და პრეზიდენტ იოჰანეს რაუსთან.
XS
SM
MD
LG