Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტები, შესაძლოა, უახლოეს დღეებში


გაეროს ექსპერტები, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაემგზავრონ ერაყში

გაეროს ექსპერტები, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაემგზავრონ ერაყში
- განაცხადა ამ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება. გაეროს ექსპერტთა ამოცანა იქნება, შეისწავლონ ვითარება და დაადგინონ, რამდენად შესაძლებელია ერაყში საყოველთაო არჩევნების ჩატარება 30 ივნისამდე. აქამდე ანანს არაერთხელ განუცხადებია, რომ ერაყში გაეროს ექსპერტთა მივლინებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ უზრუნველყოფილ იქნება მათი სრული უსაფრთხოება. ანანის თქმით, კოალიციის სარდლობამ იგი დაარწმუნა, რომ ყოველ ღონეს იხმარს გაეროს ექსპერტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG