Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში


ევროპის კავშირმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში მიმდინარე მცდელობების გამო,

ევროპის კავშირმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში მიმდინარე მცდელობების გამო,
რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლას; რაც, თავის მხრივ, საშუალებას მისცემდა უკრაინის პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას, მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც დარჩეს ხელისუფლების სათავეში. ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსტიტუციის შეცვლა-არშეცვლა უკრაინის სუვერენული უფლებაა, მაგრამ, ამასთანავე, გამოთქმულია გაფრთხილება, რომ ამგვარ რეფორმებს ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის დაკარგვა შეიძლება მოჰყვეს. უკრაინის პარლამენტის მიერ პირველი წაკითხვით მოწონებული კანონპროექტი ითვალისწინებს პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ და არა საყოველთაო კენჭისყრის გზით.
XS
SM
MD
LG