Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს კიდევ


გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს კიდევ ექვსი თვით გაუგრძელა ვადა საქართველოში თავის სამშვიდობო-სამეთვალყურეო მისიას

გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს კიდევ ექვსი თვით გაუგრძელა ვადა საქართველოში თავის სამშვიდობო-სამეთვალყურეო მისიას
და საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზ სეპარატისტებს მოუწოდა, განაახლონ პოლიტიკური მოლაპარაკება. სეპარატისტთა მისამართით რეზოლუციაში გამოთქმულია მოწოდება, დათანხმდნენ იმ დოკუმენტის მიღებას, რომელიც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დარჩენას ითვალისწინებს. აფხაზთა მხარეს რეზოლუცია მოუწოდებს, ითანამშრომლოს გაეროს სამოქალაქო პოლიციის ჩამოყალიბების საქმეში, რაც აუცილებელია გალის რაიონში ათიათასობით ადგილნაცვალი პირის უსაფრთხო დაბრუნებისთვის. თებერვალში ჟენევაში უნდა გაიმართოს უშიშროების საბჭოს წევრი რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელთა მაღალი დონის შეხვედრა, რომლის მონაწილეები აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების დასაჩქარებლად აუცილებელ ზომებს განიხილავენ.
XS
SM
MD
LG