Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აპირებს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აპირებს, საფუძვლიანად შეისწავლოს მასალები, რომელიც ერაყში

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აპირებს, საფუძვლიანად შეისწავლოს მასალები, რომელიც ერაყში
მასობრივი განადგურების იარაღის ძიებას უკავშირდება, და ისინი ომამდე მოპოვებულ მასალებს შეადაროს. თუმცა, ბუშს არ გამოუთქვამს წინადადება, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება იმის დასადგენად, თუ რატომ ვერ მოხერხდა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის პოვნა; იარაღისა, რომლის არსებობა ერაყში ომის დაწყების საბაბად იქცა. პრეზიდენტმა ერთხელ კიდევ გაიმეორა, რომ ომის დაწყებამდე ერაყის რეჟიმი "სულ უფრო მზარდ ხიფათს" წარმოადგენდა. [ჯორჯ ბუშის ხმა] "2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-მა გაეროს მიმართა მოწოდებით, განეიარაღებინა სადამ ჰუსეინის რეჟიმი. იგი ურჩობდა, უგულებელყოფდა საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს, და ამიტომ აშშ სათავეში ჩაუდგა კოალიციას ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად. შედეგად მსოფლიო უკეთესი და უფრო უსაფრთხო გახდა."
XS
SM
MD
LG