Accessibility links

logo-print

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ


ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ უარყო მისდამი წაყენებული ბრალდება,

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ უარყო მისდამი წაყენებული ბრალდება,
რომ მან თითქოს რამდენიმე ფორმულირება შეცვალა ქვეყნის ახალ კონსტიტუციაში, ვიდრე მის საბოლოო ვარიანტს მოაწერდა ხელს. კარზაის თქმით, მან ხელი მოაწერა კონსტიტუციის იმ ვარიანტს, რომელიც მას სრულიად ავღანეთის უხუცესთა კრების - ლოია ჯიგას თავმჯდომარემ სიბღათულა მოჯადიდიმ წარუდგინა. ლოია ჯირგის 20-მა დეპუტატმა ბრალდება წაუყენა კარზაის იმაში, რომ მან ფორმულირება შეცვალა დოკუმენტის იმ მუხლებში, რომლებიც სახელმწიფო ენებს, აგრეთვე პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებებს ეხება.
XS
SM
MD
LG