Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ კვლავ


ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ კვლავ განაცხადა,

ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ კვლავ განაცხადა,
რომ 20 თებერვლისათვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნები, ირანში, "უკანონო" იქნება, თუკი მასში რეფორმისტი-კანდიდატები არ მიიღებენ მონაწილეობას. პარასკევს, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭომ გააუქმა არჩევნებში ათასი კანდიდატის მონაწილეობაზე ადრე დაწესებული აკრძალვა. თუმცა რეფორმების მომხრე სამი ათასამდე კანდიდატს კვლავინდებურად აკრძალული აქვს არჩევნებში მონაწილეობა. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აბდულვაჰიდ მუსავი ლარი მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში შეუძლებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
XS
SM
MD
LG